რეზონანსი
24.11.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარს აკეთებს. იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

„ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, კონსულტაციები ისევ გრძელდება... განიხილებოდა საკმაოდ ბევრი სხვადასხვა კომბინაცია, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ინტენსივობის. კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და [გადაწყვეტილება] გამოცხადდება ალბათ, ხვალ...” - აცხადებს იმნაძე.

განიხილება თუ არა იმ ქალაქების დახურვა, სადაც საწოლების რაოდენობა არის ამოწურული ან რომელიც საქართველოს კოვიდ რუკაზე წითელი ზონებია, ამაზე იმნაძე პასუხობს, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება".

საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით განიხილავს ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ავთო   (25.11.2020)
იმნაძეს რას ერჩით? არ გაგაფრთხილათ? არ იყვირა? აბა კუბოებს რომ ახსენებთ, ვისი სიტყვებია? ნათქვამია რაღაც უსამართლო წყევლაზე და ფრთხილად იყავით!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×