რეზონანსი
24.11.2020

“კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო კლინიკების ჩართვა აუცილებელია,” – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში პროფესორმა, გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველთან” საქართველოში კოვიდ ვითარების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, საქართველოში კერძო საავადმყოფოები უარს აცხადებენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე. ასევე, მან გადაცემაში ჩართვისას განმარტა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია.

„საქართველოში ჩვენ გვაქვს გენერალიზებული ეპიდემია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

საქართველოს ყველა მოქალაქე არის კერძო საავადმყოფოს მძევალი. რომ იძახიან, საავადმყოფოებში საწოლი არ არის, როგორ არ არის? საქართველოში უფრო ბევრი საწოლია, ვიდრე საჭიროა. მაგრამ, კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს თავის კარები და თქვეს, ჩვენ არ შევუშვებთ კოვიდიან პაციენტებს. რომ იძახიან არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. კარგით რა…

დღეს გიორგობაა და მინდა მოგილოცოთ, მაგრამ რა უნდა მოგილოცოთ, ის რომ კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული უნდა გააკეთონ? საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?

საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველა კერძოა. ამიტომ ვამბობდი, ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია მოხდეს. მორჩა ლაპარაკი. ხალხი კვდება. იგივე მთავრობის ექსპერტებიც კი. არ დავასახელებ სახელს. არადა ჩემზე უკეთესად იცის, რომ 10000-მდე ინფიცირდება დღეში და გენერიზებული ეპიდემიაა ქვეყანაში. დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა პოლიტიკა, მიხედეთ ჯანმრთელობას.

ჩვენ ახლა ვდგავართ კატასტროფის წინაშე, კი არ გატყუებთ, ვართ კატასტროფაში, იმიტომ რომ ჩვენ ვარ მძევლები კერძო კომპანიების, რომლებმაც პრაქტიკულად ჩაკეტეს საავადმყოფოები, ჩაკეტეს ლაბორატორიები და ყიდიან ტესტებს და საწოლებს. ჩვენ ვართ ყველა მძევლები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1111ქ   (28.11.2020)
რა აზრი აქვს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×