რეზონანსი
24.11.2020

პრემიერი გიორგი გახარია ჯანდაცვის სექტორსა მინისტრს შიდა შეხვედრაზე მწვავედ დაუპირისპირდა და სხდომაზე საწოლფონდის უქონლობისა და უამრავი ინფიცირებული ადამიანის საავადმყოფოს გარეთ დარჩენის გამო, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ამის შესახებ „2020NEWS“-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს

სააგენტოს მტკიცებით, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავადა, რომ რომ ნაპოვნია შემცვლელიც. ტიკარაძის ადგილს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე დაიკავებს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ბიძინა ივანიშვილის თანხმობაც არსებობს.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მას შემდგომ მიიღო, რაც ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გამწვავდა, ინფიცირებულ ადამიანებს კი საწოლფონდის უქონლობის გამო, საავადმყოფოებში  ვეღარ ათავსებენ.  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ახლობლები საწოლფონდის დეფიციტში, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
როზა   (29.11.2020)
კი მაგრამ ეს ყველაფერი რას ნიშნავს ახლა მიხვდა პრემიერი საწოლები რომ არ არის? ამას გაიძახიან რამდენი ხანია თუმცა ვიღაცა ხომ უნდა განთავისუფლდეს

ძუკუ   (25.11.2020)
მომვლელი ექიმი თუ არ იქნება, დაწექი საწოლზე და იყავი, საწოლფონდი არა კვატი, ნახეს რა განტევების ვაცი.

Xato   (25.11.2020)
Namdvilad daisvenebs eka.msoflio ver martavs am pandemias da am ministrs motxoves yvelaferi?cud dros gadaabares jandacva.

Li   (24.11.2020)
Uazro xalxo tikaradze ra shuashia.is tiki tomaraaa.mtavari ar icit vinaaa.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×