რეზონანსი
24.11.2020

მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველო წინა ფრონტზე მყოფი ერთ-ერთი ქვეყანაა, - ამის შესახებ პე­დი­ატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა

„რამდენიმე დღის წინ კოვიდინფიცირების რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა და ეს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებია, სინამდვილეში ესენი მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსცირებული პაციენტები არიან და მათ უკან მინიმუმ 5 ადამიანია, ანუ სადღაც 4-5-ჯერ უნდა გავამრავლოთ ეს რიცხვი, რომ ინფიცირებულების რეალური რიცხვი მივიღოთ. ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ვეღარ უმკლავდება, სავალალო მდგომარეობა ჰოსპიტალურ სექტორში, პირველად ჯანდაცვის რგოლში, 112-ში, რომელიც ვეღარ უმკლავდება ამ სიტუაციებს. ფაქტები ვიცი, რომ რეგიონებში კოვიდინფიცირებული ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, რადგან პრაქტიკულად არ გვაქვს ხელი, ძალა, არ გვყავს დამხმარე.

ეპიდემიოლოგები სულ გვაფრთხილებდნენ, რომ შემოდგომა-ზამთარი გექნებოდა მძიმე, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ზაფხულის პერიოდი დავკარგეთ და არ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. სრული „ლოკდაუნიდან" გადავედით ცხოვრების გაფართოებულ რეჟიმზე. აი, ამ პერიოდიდან დაიწყო შემთხვევების ზრდა", - განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×