რეზონანსი
24.11.2020

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას ხშირად ურეკევენ გარკვეული ადამიანები და მათი საუბრიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილი ავადაა.

"საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი ინტენსიურად მირეკავს და თავისი საქციელით მღელვარედ მიდასტურებს, რომ ნამდვილად ავადაა და დიაგნოზი არ არის დამაიმედებელი", - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ყველა, ვინც "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა, ჩვენი ნაციის სამარცხვინო ნაწილია. „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას", ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ​", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
კოტე   (24.11.2020)
ასეთ შეფასებებს ხალხზე რომ გაიგებ ამ კაციდან,ავად გახდები აბა რა იქნება.

ИНЦИТАТУС   (24.11.2020)
Ес каци ткуилебс лапаракобс? Тквас винмем ромели ико сицруе магис натквамидан. Ес ерти. Меоре да мтавари, гамоицвиет винмем б-ни Левани дебатебши да ик гамочндеба шави да тетри уканали. Гисурвебт царматебебс.

eka   (24.11.2020)
ამაზე მეტი ავადმყოფი ვინღაა,თან ვერც გრძნობს,ეს სულ თქვენი ბრალია ქოცებო,იმდენი კი უნდა გექნათ 8 წელში ეს აღარ უნდა ბევავდეს ვინმეს ავადმყოფად შერაცხვას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×