რეზონანსი
24.11.2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან საწყის ეტაპზე.

„ჯგუფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები და მსჯელობა, თუ ვინ უნდა იყვნენ პირველ რიგში აცრილი. აქ არის გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით სამედიცინო სამყარო ამაზე არ შეჯერებულა. თუმცა, როგორ გასაკვირადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად გამავრცელებლები, ვინაიდან მეცნიერები ყველაზე დიდ რისკს აქ ხედავენ", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×