რეზონანსი
24.11.2020

პრობლემა მათ აქვთ! ისინი არიან ხელისუფლებაში და ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა", მესამე რაუნდს ველოდებით, - ამის შესახებ ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან გამჭვირვალე დიალოგს გეგმავს.

„ველოდებით მესამე რაუნდს. „ქართულ ოცნებას" არა თუ ერთი ნაბიჯი არა გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ვითომ მეორე ტურით, სადაც ხალხი არ მივიდა, კრიზისს უფრო აღრმავებს და რეალურად იქამდე მივდივართ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება. ოპოზიციის პოზიცია მყარია და ილუზია ნურავის ექნება, რომ ამას დაარღვევენ. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა", რომ რეალური ნაბიჯი გადადგას. „ქართული ოცნების" მთელი ტვირთია, ოპოზიციას რეალურად რაღაცა შესთავაზოს. პრობლემა მათ აქვთ! ისინი არიან ხელისუფლებაში და ყველა მიმართულებით კრიზისში. ჩვენ მართლები ვართ, მთელი ტვირთი „ქართულ ოცნებაზეა". ჩვენ გარდა ამისა, რომ მესამე რაუნდს ველოდებით, საზოგადოებასთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს ვგეგმავთ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამჭვირვალე დიალოგს ვაპირებთ", - განაცხადა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (24.11.2020)
არავითარი დათმობა.ნაცხროვა და ხოშტარია თუ არ ეგდებიან პარლამენტში,მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

***   (24.11.2020)
თქვენ ისევ იგივე ულტიმატუმით მიდიხართ მესამე რაუნდზე, მხოლოდ ოცნებისგან მოითხოვთ დათმობას, ოცნებამ კი ადრეც რამდენჯერ დაგითმოთ, მიეჩვიეთ და ახლაც დათმობას ელოდებით, ხომ შემოგთვაზათ ახლაც გადათვლა–არ გინდათ, ვიდეოკამერების ამოღება–არ გინდათ, დებატები ტელეეთერში–არ გინდათ, აბა რა ჯანდაბა გინდათ, ახალი არჩევნები?– ბოდიში ეს უკვე ჩვენ–ხალხს არ გვინდა და არც თქვენ გვინდიხართ. ბრძანდებოდეთ ქუჩაში, თქვენი ადგილი მანდ არის.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×