რეზონანსი
24.11.2020

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო საათების შემცირებას, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვას და ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტის შეჩერებას განიხილავს.

მაია ცქიტიშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ გუშინ, 23 ნოემბერს, სავაჭრო ქსელების, მსხვილი ქსელური მაღაზიების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სწორედ ეს საკითხები განიხილა.

"როცა მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შესაძლოა იყოს სამუშაო საათების შემცირება, გარკვეულ დღეებში გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში თუნდაც ტრანსპორტის შეჩერება, მაგრამ ისევ და ისევ, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რომ არ ვლაპარაკობთ ქვეყნის მმასშტაბით ლოკდაუნზე ან ლოკდაუნის მსგავს ღონისძიებებზე". - თქვა ცქიტიშვილმა.

კონკრეტულად რა შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ხელისუფლება, დღევანდელ ბრიფინგზე გახდება ცნობილი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×