რეზონანსი
24.11.2020

კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას", - განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×