რეზონანსი
24.11.2020

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 051-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 6192 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3739 პირი", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების კლებაა. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინწინ  - 4 048 შემთხვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დალი შუშანაშვილი   (24.11.2020)
ხალხო უნიღბოდ არ იაროთო დავდივართ უნიღბოდ. თავშეყრის ადგილებზე არ იაროთო დავდივართ. იმის მტკიცებაც დაიწყო ზოგმა კორონა არ არსებობსო.აბა შეხედეთ ამდენ გარდაცვლილს და გადაღლილ მედპერსონალს. ზოგი მათგანი დაინფიცირებულია და მაინც არ ტოვებს პაციენტებს.ასეთი ცალმხრივი განსჯა არ შეიძლება. ყველაფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით მაგრამ მედპერსონალი მთავრობა არაა და არც კორონაა 'დაპატიჟებული". სხვათა შორის აჭარაში ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა ახლახანს სხვები გადაარჩინა თავი კი გაწირა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×