რეზონანსი
24.11.2020

ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი 4000-მდე ავიდა, დაავადებათა­ კონტ­რ­ოლის ცენტრის ხელმძღვანელი­ თვითიზოლაციაშია, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი უკვე "კოვიდს" ებრძვის... დაავადებათა­ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე თენგიზ ცერცვაძისა და ამირან გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს:

„თენგიზის მდგომარეობა სტაბი­ლურია,­ ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედია, ასე გაგრძელდება.

ამირანმა ტესტი ჩაიტარა. პასუხი უარყოფითია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თვითიზოლაციაშია, რადგან შეიძლება­ ტესტმა 10 დღის განმავლობაში უარყო­ფითი პასუხი აჩვენოს და მე-11 დღეს გამოვლინდეს ვირუსი. იგი იზოლაციაში 12 დღე დარჩება", - განუცხადა „კვირის პალიტრას" პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×