რეზონანსი
24.11.2020

"ჩემი მე­გო­ბა­რი გმი­რია!" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­შიც სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ თაზო თო­და­ძე­ზე მისი მე­გო­ბა­რი წერს, თუ რო­გორ არ შე­უ­წყვე­ტია თვი­თონ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ექიმს სხვებ­ზე ზრუნ­ვა:

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გერ­მა­ნე­ლი ექი­მის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც თა­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი ფოტო, წარ­წე­რით: "გმი­რი" ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ცოტა არ იყოს, თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: სა­დღაც ბერ­ლი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მის გმი­რო­ბა­ზე და თავ­გან­წირ­ვა­ზე სა­უბ­რობ­და ხალ­ხი, ამ დროს ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, აქვე, ჩვენს რა­ი­ონ­ში, კო­ვიდ 19-ის და­ფიქ­სი­რე­ბის დღი­დან, თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ გმი­რულ ბრძო­ლა­შია ჩარ­თუ­ლი.

ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე თაზო ექიმ­ზე გი­ამ­ბოთ:

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და თსსუ-ს რე­ზი­დენ­ტი 28 წლი­ს თაზო თო­და­ძე მე­სა­მე წე­ლია სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში „ემერ­ჯენ­სის“ ექი­მად მუ­შა­ობს. იმ დროს, რო­დე­საც მას­ზე გა­მოც­დილ ექი­მებ­საც, სრუ­ლი­ად უცხო ვირუ­სის წი­ნა­შე, ერ­თგვა­რი შიში ჰქონ­დათ, კო­ვიდ და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ყოყ­მა­ნის გა­რე­შე და­თან­ხმდა. კო­ვიდ ინ­ტენ­სი­უ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ექი­მად დღემ­დე მუ­შა­ობს. რაც დრო გა­დის, გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვიც მა­ტუ­ლობს.

მე მე­გო­ბა­რი ვარ და ახალ­გაზ­რდა კა­ცის ენ­თუ­ზი­აზ­მის შე­სა­ხებ ვიცი. ვიცი თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორ გა­ნიც­დის. ვხე­დავ, რა­დი­კა­ლუ­რად რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბის წესი. მუდ­მი­ვად გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლია, ბევ­რჯერ მში­ე­რი, ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად დაღ­ლი­ლი. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, არც დას­ვე­ნე­ბის­თვის, დრო არ რჩე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და. პნევ­მო­ნი­ით და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით რთუ­ლად იყო. და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე, ვე­ხუმ­რე: ახლა მა­ინც ხომ და­ის­ვე­ნებ-თქო... ნუ­რას უკაც­რა­ვად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­ვი­დიმ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან იყო! შემ­ცვლე­ლის პოვ­ნა ამ პი­რო­ბებ­ში ად­ვი­ლი არ არის და პა­ცი­ენ­ტებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე­ბო.

აი, ასე­თი ექი­მია თაზო - ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც ერთი წლის წინ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლა და მო­ტორ­ბო­ლა უხა­რო­და. წელს ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გი­ხა­რია-თქო რომ ვკი­თხე, პა­ცი­ენტს შე­მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა რომ აღე­ნიშ­ნე­ბაო, - მი­პა­სუ­ხა. არ სი­ა­მოვ­ნებს შე­ქე­ბა, ალ­ბათ ამ სტა­ტი­ა­ზეც გა­მი­ნა­წყენ­დე­ბა. რომ ვე­უბ­ნე­ბი გმი­რი ხარ­-თქო უა­რობს, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი და მო­ვა­ლე­ო­ბა­აო...

დიახ, ჩემი მე­გო­ბა­რი გმი­რია! მალე იუ­ბი­ლა­რია და მინ­და აქე­დან მი­ვუ­ლო­ცო. თაზო ვა­მა­ყობთ შე­ნით! აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გე­ყო­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბი, წახ­ვალ ტო­კი­ო­ში, და­ის­ვე­ნებ. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, თ.სხირტლა­ძე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
Sofiko   (25.11.2020)
Gmertma gaaxaros da gaadzlieros tazo eqimi.. Is dges defachems mkurnaloba.

ხათუნა შავაძე   (24.11.2020)
ნამდვილად გამორჩეულია,დიდი იმედით ველოდით მის შემოსვლას პალატაში,ვიცოდით რაღაცა საიმედოს გვეტყოდა,მე და ჩემ თანამშრომლებს ყოველთვის გვემახსოვრება თაზო ექიმი საჩხერიდან,მალე გამოჯამრთელებას გისურვებთ.გილოცავთ დაბადების დღეს კეთილი სურვილებით,უფალი გფარავდეთ

თამარი   (24.11.2020)
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ასეთი უანგარო სიკეთისთვის!!!❤

ნინო   (24.11.2020)
ჯანმრთელობას და უფლის წყალობას ვუსურვებ. მის წილად ბევრ გამოჯანმრთელებული პაციენტს

ლეილა   (24.11.2020)
პირველ რიგში ჯანმრთელობა და სიყვარული არ მოგკლებოდეს, გვიმრავლოს შენნაირი ახალგაზრდები. მალე გამოჯამრთელდი. მომავალ დაბადების დღეს გილოცავ. წარმატებები უფალი გფარავდეს

ირინა ჩანტლაძე   (24.11.2020)
უფალმა სულ წარმატებული გზებით გატაროს.ექიმი მოწოდებით თუ არ ხარ გაგიჭირდება პაციენტთან ურთიერთობა თქვენ ეტყობა მოწოდებით ხართ ექიმი გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს ცხო რების გზაზე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×