რეზონანსი
23.11.2020

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიას გაანულებს და პარლამენტში 35 დეპუტატი არ შევა.

"ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებისთვის არის ფარსი. ისინი ჩიხიდან გამოსვლის გზას არც ამ მოლაპარაკებებით არ ეძებენ.

თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს პარლამენტში შესვლას, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, არამედ სია აღარ იარსებებს, გავანულებთ და არ იარსებებს არანაირი შემდეგი პოტენციური დეპუტატი სიაში.

არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან 35 დეპუტატი, არამედ სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში. ეს სია აღარ იარსებებს ბუნებაში,"-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (24.11.2020)
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ქვეყნისთვის მაგაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. თქვენი პარლამენტი ქუჩაა, რომელსაც ვერ ელევით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

SOS   (24.11.2020)
SAQARTVELO,QARTVELI ERI MTREBIS GARESHE, ANU TQVENI AFERISTI OPOZICIISA DA MKVLELI,saxelmwifo qonebis damtaceblebis NACBANDITEBIS GARESHE! IMAS IQIT WADIT MOUSVLELSHI WAETRIET!

კახელი   (24.11.2020)
ისემც გიქქნიათ სულაც წათრულხართ საქართველოდან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×