რეზონანსი
23.11.2020

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან" გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს.

„ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო", - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების" მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან" სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

„ასეთი განცხადებების გაკეთება არის პრობლემური, რადგან რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფის ავადმყოფად მოხსენიება ხელს უწყობს მათი დისკრიმინაციის წახალისებას", - განაცხადა შუბაშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ამ მიმართულებით აკვირდება გარემოს წინასაარჩევნოდ და ასევე სხვა პერიოდებშიც. „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციის წახალისებას, შესაბამისი რეკომენდაციით მივმართავთ ხოლმე კონკრეტულ პირებს. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო", - აღნიშნა შუბაშვილმა.

ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას", ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან" განაცხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×