რეზონანსი
23.11.2020

თბილისში, წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი, რომელსაც პარასკევს მძევლები ჰყავდა აყვანილი საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

მას ერთი ბრალდება, რომელიც იარაღის ტარებას უკავშირდებოდა, უკვე მოეხსნა, რადგან ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც იარაღი და არც ხელყუმბარა რეალური არ იყო.

2 ან მეტი პირის მძევლად აყვანა - ეს არის ბრალი, რომელიც ლევან ზურაბაშვილს ამ დროისთვის აქვს წაყენებული, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს მუხლიც გადაკვალიფიცირდეს.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხიც, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, რა მდგომარეობაში იყო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (23.11.2020)
იძულებით თავისუფლების აღკვეთაა ეს ქმედება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×