რეზონანსი
23.11.2020

თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩებით, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

„მე ვარ ექიმი, არ მაინტერესებს არავითარი პოლიტიკური შეხედულებები, ჩემთვის ცხოვრების დევიზი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეწია დახმარება. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე, როდესაც გირეკავენ და პაციენტს ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია.

ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ"! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
პეტრე   (23.11.2020)
ოცნებას რაღაც ჯოჯოხეთური აქვს რუსებთან ერთად ჩაფიქრებული. ის ხალხი გაიყვანეს ვინც ყველაფერზე ხელს ასწევს..... ოპოზიცია სპეციალურდ არ სჭირდებათ პარლამეტში და ყვირიან ვითომ მართლა ეხვეწებისნ შემოდითო პარლამეტში..... დიდ საყოველთავო ღალატს აქვს ადგილი........ მეტი ყურადღება საჭირო....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×