რეზონანსი
23.11.2020

აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს გაეგზავნოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა.

ამის შესახებ ის თავის წერილში საუბრობს, რომელიც „EUObserver"-ში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ მოახერხა სრულად და თანმიმდევრულად გაეწია კონკურენცია დიდ შავი ზღვის რეგიონში ყველა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რამაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება გამოიწვია.

„ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს", - აღნიშნა ჰოჯესმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები კრემლს გააგებინებს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი" , - აღნიშნა ჰოჯესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×