რეზონანსი
23.11.2020

რთული სიტუაციაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. ძალიან კარგი იყო პირველ პერიოდში რომ გამოვდიოდით და შედარებით საიმედო ინფორმაციის მოცემა შეგვეძლო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„რისი ბრალია? მოსახლეობის, ჩვენი ბრალია. ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება", - განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანდემიისას შემოღებული წესები დაიცვას. „ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახებს, გაგვიფრთხილდით ექიმებს და გაუფრთხილდით სახელმწიფოს", - აღნიშნა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×