რეზონანსი
23.11.2020

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში იმართება და ხდება როგორც არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე პრობლემური საკითხების ოპერატიულად გადაჭრა; სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ისე არ არის, რომ კონტროლს არ ექვემდებარებოდეს, - ამის შესახებ ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გადაჭარბებულია შეფასებები, თითქოს სისტემა ჩამოშლილია.

„აბსოლუტურად სწორად, ორგანიზებულად, პრობლემების ეტაპობრივი გადალახვის გზით ჯანდაცვის სფეროში სიტუაცია არის მართვადი. რა თქმა უნდა, პაციენტების ემოციური განწყობა მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო რომელიმე პაციენტს ტოვებს ან დაუტოვებია უყურადღებოდ, საპანიკო არაფერი არ არის", - განაცხადა გია გრძელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gio   (23.11.2020)
მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ინფიცირების კუთხით და ეს დეგენერატი სისტემის მართვაზე საუბრობს,

ia   (23.11.2020)
ამისთანას რომ მოუსმენს დაიქცევა რომ არ იყოს დაქცეული.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×