რეზონანსი
23.11.2020

ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, - „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია".

„ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსში ძალადობა ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლელი მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს „მართლმადიდებელს" და "უფროს ძმას "უწოდებს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×