რეზონანსი
23.11.2020

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც კომპანია „ბრიკორამას" წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ არ უსაუბრიათ.

მისივე თქმით, თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ამას ბიზნესის სფერო გაუძლებს, ჩაკეტვას და გლობალურ შეზღუდვებს - ვერა.

„ჯერჯერობით არ არიან ჩამოყალიბებული. ეს შეზღუდვები აუცილებელია, რადგან რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მოთხოვნები არ გვქონია, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რაც არის. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოკდაუნი", რაც არ მოხდება, მაშინ ვერ გაუძლებს. ჯერჯერობით კონკრეტულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის", - განაცხადა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×