რეზონანსი
23.11.2020

ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთის მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების დაახლოებით 30% ამ პერიოდის განმავლობაში გენერირდება.

„ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გაყიდვების დაახლოებით 30% გენერირდება ამ პერიოდის განმავლობაში. შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული ვითარება და თუ როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, რისკები შემცირდეს პანდემიასთან დაკავშრებით და ჩვენს ბიზნესზე ეს როგორ აისახება. ამ სამუშაო რეჟიმს განვაგრძობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთის მხრივ არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ, ასევე რისკების შემცირებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა ლადო ჯობავამ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×