
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და 2,568-ს მიაღწია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 147, თელავი - 762, ყვარელი - 229, ლაგოდეხი - 274, გურჯაანი -529, დედოფლისწყარო - 215, სიღნაღი - 167 და საგარეჯო - 245.
თვითიზოლაციაში იმყოფება 2,298, რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი 148 ადამიანი.
ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 2,819 ადამიანი, მათ შორის 1,644 ბინაზე, 29 კოვიდსასტუმროში, ხოლო 146 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
გამოჯანმრთელდა 120 ადამიანი და ჯამში ეს რიცხვი 662-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.