რეზონანსი
22.11.2020

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი დააკავეს.

ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ოკუპანტების მიერ დატყვევებულმა მამაკაცმა დაკავებისას მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×