რეზონანსი
22.11.2020

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფორმავიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 24,  აჭარაში – 13, იმერეთში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო ქართლში – სამი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45.  3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 – თბილისში, 1 659 – აჭარაში, 310 – იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313“,- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×