რეზონანსი
21.11.2020

ხმაურია ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, „სირცხვილის კორიდორებს“ უწყობენ საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა წარმომადგენელს, ვისაც უბნებიდან ოლქში მოაქვს ბიულეტენები

შენობის შესასვლელთან ისმის ხმამაღალი მუსიკა და შეძახილები – „მონებო“, „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“.

„ჩვენ არ ვართ ოპოზიციასთან შეთანხმებული, ჩვენ მაინც ვუწყობთ სირცხვილის კორიდორებს, ვინც არჩევნები გააყალბა და აქ ვიქნებით, ვიდრე ბოლო ბიულეტენს არ შეიტანს ოლქში ბოლო გამყალბებელი“, – ამბობს „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )