რეზონანსი
21.11.2020

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 33 823-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21.85 პროცენტს შეადგენს.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მეორე ტურზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო. პირველ ტურზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50.85 პროცენტი მონაწილეობდა.

რაც შეეხება დარღვევებს, როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად დარღვევების გარეშე ჩაიარა. კომისიაში მხოლოდ 5 საჩივარი შევიდა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×