რეზონანსი
01.11.2020

ქეთი კობერიძეს მასწავლებელთან მანამდე ჰქონდა მიმოწერა, სანამ დამძიმდებოდა და კომაში ჩავარდებოდა. როგორც ჩანს, გოგონა ჟურნალისტთა სკოლაში დაბრუნებას ელოდა…

“როგორი იმედი გვქონდა, ალბათ ათასჯერ მაინც წავიკითხე ჩვენი მიმოწერა. ჩემი საუკეთესო და გამორჩეულად საყვარელი მოსწავლე…” – წერს ჟურნალისტთა სკოლის ხელმძღვანელი ია დოლიძე. 

“პრაიმტაიმი” ჟურნალისტთა სკოლა “Prime TV”-ის დამფუძნებელს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ქეთი კობერიძე განსაკუთრებულად კარგი მოსწავლე იყო და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. 

“ერთ წელზე მეტია, რაც ქეთი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის “Prime TV”-ში ჟურნალისტიკას სწავლობდა. განსაკუთრებულად ნიჭიერი და კარგი ბავშვი იყო. ის ყველას ძალიან დაგვაკლდა, მისი ჯგუფელები საშინლად განიცდიან.

მისი მდგომარეობით ხშირად ვინტერესდებოდი. ბოლოს ვიცოდი, რომ შედარებით უკეთ იყო, თუმცა მოულოდნელად გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე საშინლად დასრულდა…

გული ძალიან მტკივა, რთულია მასზე წარსულ დროში საუბარი… არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე აწუხებდა, დაავადება რომ ჰქონოდა, მეცოდინებოდა. სავარაუდოდ, Covi-19 გართულდა და ამან გამოიწვია ჩვენი გოგოს დაღუპვა” – განაცხადა ია დოლიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×