რეზონანსი
01.11.2020

მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არც ერთ ხმას ოპოზიცია არ დათმობს, ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში დავიცავთ ხმებს და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ ქართული საზოგადოების არჩევანი გააყალბოს და მიიტაცოს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უბნებზე ასევე „საშიში ტენდენციები“ გამოიკვეთა.

„შემოსული უბნებიდან უმრავლეს უბნებში ვიგებ და ამის ფონზე, ვნახეთ ორი საშიში კონკრეტული ტენდენცია. პირველი - ცესკო აქვეყნებს აბსოლუტურად გაუგებარ ოქმს კოვიდუბნიდან. იმ კოვიდუბნიდან, რომელთა გაყალბების საფრთხეზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით და სადაც, გარდა იმისა, რომ არ ჯამდება მონაცემები, აბსოლუტური დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ხმა, რომელიც მაქვს მიღებული არის უბრალოდ ტყუილი. ამ კონკრეტულ უბანზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ბევრად მეტმა ვიდრე ერთმა, მომცეს მე ხმა და ცესკო ჩქარობს, რომ გამოაქვეყნოს ყალბი და გაუმართავი საბუთები. მეორე - უბნებზე შეიმჩნევა, აბსოლუტურად უსამართლოდ ბათილად ცნობა იმ ბიულეტენების, რომელშიც მე მაქვს უპირატესობა. კერძოდ, იქ სადაც მკაფიოდააა გამოხატული ნება, გადაშლილია ყველა და მე ვარ შემოხაზული, იმ ბიულეტენების გაბათილებას ცდილობენ და დებენ სადავო ჯგუფში, ხოლო ტურძელაძის შემთხვევაში - საპირისპიროდ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკა   (01.11.2020)
ამ ქალმა რაც პარლამენტში გააკეთა (შარდი რომ დაასხა) იმის მერე მართლა ფიქრობდა რომ ხალხი აირჩევდა?? ეს სხვას რომ გაეკეთებინა ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს, ეს კიდევ არჩევნებში მაჟორიტარად იყრის კენჭს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×