რეზონანსი
01.11.2020

საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა მაღალი კულტურა დღეს, - ამის შესახებ დავით მაღრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. პოეტის შეფასებით, მოქალაქეებმა მაღალი აქტივობა გამოიჩინა და ამასთან პანდემიის გამო დაწესებული ყველა წესი დაიცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ - რომ თვითონ „ქართულმა ოცნებამ“უზრუნველყო დემოკრატიული არჩევნები ამ გაჭირვების დროს. არ გამოგვრჩეს ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა კიდევ ერთხელ იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა რომ თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს და ახალი ისტორია შეიქმნას, მაგრამ ისეთი ავკაცობა, ისეთი აღვირახსნილობა და ისეთი რეპრესიები აქვს გატარებული საქართველოში, რომ პოლიტიკური ეპიტაფია გახდება მათი ეს ცოცხები და ციხის კადრები და ყველა ის აღვირახსნილი რბოლა, რაც მათ ჩაიდინეს. საქართვლოს მოსახლეობამ უკულტურობას დაუპირისპირა მაღალი კულტურა“, - განაცხადა მაღრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება პარლამენტის წინ 2008 წელს ახსენებს, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ ომში დამარცხება იზეიმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გავრილოვი   (01.11.2020)
შენ ცოლს შევეცი წიპში

კოტე   (01.11.2020)
დეგრადირებულები თქვენა ხართ

გეო   (01.11.2020)
შე კაი კაცო! პოეტი ხარ და განათლებული ადამიანი და იმას როგორ ვერ ხედავ ქოცებმა ქვეყანა დეგრადაციის გზაზე, რომ დააყენეს?!!!!

ჭორლეონე   (01.11.2020)
მეპირე კარის პოეტი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×