რეზონანსი
01.11.2020

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ხალხმა "ქართულ ოცნებას" უთხრა, ისინი ერთპარტიულად აღარასოდეს იქნებიან ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, მთავარი შედეგი არის მიღწეული და ოპოზიციამ გაიმარჯვა.

"დამთავრდა არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი სამშობლოს ბედი, მომავალი ოთხი წლის განმვლობაში. ახლა ველოდებით შედეგებს. ჩვენი წევრები ლომებივით იცავენ ხმებს. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და მცდელობას გაყალბებისას.

შედეგი ასეთია, ქართველმა ხალხმა ე.წ. "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ აღარასოდეს ეს ხელისუფლება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში აღარ იქნება. რომ შევაფასოთ არჩევნები, ჭრელი არჩევნები იყო, ზოგან იყო ფიზიკური ძალის გამოყენება. დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, მაგრამ პრინციპში, მთავარი შედეგი არის მიღწეული - ოპოზიციამ გაიმარჯვა.

მინდა გამოვეხმაურო დროშებით სიარულზე და ბრიფინგებზე, რომ წინასწარი მონაცემებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, "ტოჩნი ზურაბასგან" მოდის, რომ უკვე ყველაფერი მოგებულია, ქუთაისში, ბატონებო, არაფერი მოგიგიათ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ვნახოთ, რა შედეგს გამოაცხადებს ცესკო. ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლების განწყობა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×