რეზონანსი
31.10.2020

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ავღანეთის საარჩევნო უბნებზე დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

ირაკლი კობახიძემ ჯარისკაცებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ ავღანეთის უბნებზე, მაშინ როდესაც ჯერ რეალურად არჩევნები ჩატარებული არ იყო. ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის აზარი შარიფის უბანი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი ქაბულის ბაზა, აქ აიღო "ქართულმა ოცნებამ" 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს ამ გამოცხადებული ნდობისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (31.10.2020)
კობახიძე ცოდოა ახალ პარლამენტში ნათელაშვილ-ელისაშვილ-ბურჯანაძეების ხელში რომ ჩავარდება)))


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×