რეზონანსი
31.10.2020

არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველი გაკვირვებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეგზიტპოლის შედეგით ამომრჩეველთა ხმის 23% მიიღო.

„მივულოცავ ჩვენს ქვეყანას დღევანდელ გამარჯვებას. შედეგები ეგზიტპოლის არის, მაგრამ უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უპირატესობს. ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი და მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებს, რომელმაც ყველაფერი გადადო და მივიდა არჩევნებზე, თუნდაც აი, ამ უჩვეულო ვითარებაში, რასაც ეს პანდემია ქმნის ქვეყანაში და მსოფლიოში. გაოცებული ვარ ხალხის რაოდენობა ისეთი იყო. ძალიან გახარებული ვარ. მე ველოდი, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა, ალბათ კიდევაც აიწევს ციფრი უფრო მეტად. 

მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (01.11.2020)
ახლა ტ რ ა მ პ მ ა ც თუ გაიმარჯვა--ეს იქნება დიდებული რამ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×