რეზონანსი
31.10.2020

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, 81-ე უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც დეკანოიძე ამბობს, პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მისი შტაბის წევრზე იძალადა, პოლიციას არ დაუკავებია და ის ახლა საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესს ესწრება.

"იძალადა ახალგაზრდა ქალზე, წაართვა ტელეფონი, ეს ადამიანი დაკითხვაზე ჰყავდათ და მაშინ კრიმინალურმა პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ დავაკავებთო ამ ადამიანსო და ეს ადამიანი ახლა ხმებს ითვლის", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძემ 81-ე უბანთან დაკავშირებით "ცესკოს" ერთი კვირის წინ მიმართა. მისი თქმით, უბანი საკმაოდ პატარაა (20 კვ.მ), დამკვირვებლები ვერ თავსდებიან თუმცა, "ცესკოს" ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. დღეს კი, არჩევნების მიმდინარეობისას, ოპოზიციის დმკვირვებლები ამ უბნიდან გამოაძევეს.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ზეწოლის მიუხედავად, ამომრჩევლების ხმებს ბოლომდე დაიცავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×