რეზონანსი
31.10.2020

გიორგი ბარამიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე თანამდებობების განაწილების საკითხი არ დგას და მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის ჩამოყალიბება შეძლონ.

"მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისთვის მთავარია ქართველი ხალხის გამარჯვება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შედგეს ისეთი კოალიციური მთავრობა, რომელიც გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას გაჭირვებიდან, ეკონომიკური პრობლემებიდან, სიღარიბის პრობლემიდან.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არ არის მისთვის პრიორიტეტი, ეს არ არის მთავარი და არანაირი ულტიმატუმებით არ ვაპირებთ საუბარს არავისთან, ჩვენს მომავალ პარტნიორებთან. გვაქვს ის მოცემულობა, რომ ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პროდასავლურ პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით დაუჭირა მხარი - 77%-ით დაახლოებით, როგორც ეგზიტპოლი გვეუბნება, შესაბამისად, ამ ძალებმა უნდა შექმნან მომავალი კოალიცია. თანამდებობების განაწილების საკითხი არ დგას ამ წუთას და არ არის ჩვენი პრიორიტეტი.

მოხსნა კი არ იყო ბრტყლად რომ იტყვიან, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არ არის ჩვენთვის მთავარი და გადამწყვეტი. მე პირადად ძალიან მტკიცე პოზიცია მაქვს, როდესაც პარტიის შიგნით იქნება მსჯელობა, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ კურიერთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×