რეზონანსი
31.10.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის 40-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 8 საათზე დაიხურა და ამ დროისთვის ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

რეგისტრირებული 40 უბნიდან ერთი სპეც-უბანი იყო, სადაც თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა და კორონავირუსით ინფიცირებულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

მესტიის 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯამში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 59%-ზე მეტია და აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები და რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არც რაიმე სახის საჩივარი უბნებზე არ დაწერილა.

განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა ნომერ პირველ საარჩევნო უბანთან, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლები აცხადებდნენ, რომ მათი უსაფრთხიების დაცვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე, ყველა რეგულაცია იყო გათვალისწინებული, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული.

დღეს მესტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად 9 კანდიდატი იბრძოდა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მესტიაში საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ დღეს მესტიაში ყველა პირობა იყო შექმნილი, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×