რეზონანსი
31.10.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „იფსოს საქართველოს“ ეგზიტპოლის შედეგებს ენდობიან.

ამასთან, მისივე თქმით, ცესკო-ს მონაცემების გაცნობის შემდეგ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ დიდი ხანია, „იფსოს საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ და არც ერთხელ ამ ორგანიზაციის ეგზიტპოლები არ ყოფილა განსხვავებული ოფიციალური შედეგებისგან, რადგან მას აქვს მაღალი სანდოობა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ ეგზიტპოლის კვლევით ორგანიზაციებს, გვახსოვს, მათ ორი წლის წინ 52 პროცენტი გამოაცხადეს. მან რეალურად მხოლოდ 37 პროცენტი მიიღო. ამიტომ ყველანი დაველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება და გაგრძელდება ძალადობა, იარაღით სიარული, თავდასხმები, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას პროტესტის კონსტიტუციურ ფორმებთან დაკავშირებით. სავსებით შესაძლებელია, ეს იყოს ქართული საზოგადოების საჯარო პროტესტისკენ მოწოდება. ჩვენ მივიღებთ ცესკო-ს მონაცემებს და შემდეგ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისევე ევროპის კავშირის დამკვირვებლების,  რადგან ყველანი ვხედავდით, რა ზეწოლა იყო ამომრჩეველზე“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×