რეზონანსი
31.10.2020

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები შეაფასა:

„ამ არჩევნებმა აჩვენა რომ საქართველო მართლა არის სხვანაირი, მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ის ვინც ერთპარტიულებისკენ ილტვოდა და ამას ცდილობდა ეს არ გამოუვა. არც დღევანდელს, არც გუშინდელს, არც ხვალინდელს.

დიახ, ჩვენ საქათველოში ვისწავლით პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას. ეს აჩვენა ამ არჩევნებმა, ესაა ჩვენი მოქალაქეების გზავნილი. ამასთანავე ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე, რომელთა ერთმანეთთან შედარებით ე.ი. ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე – ვენერაზე და მესამე – იუპიტერზე.

აქედან გამომდინარე არანაირი საბოლოოო პოლიტიკური დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დამკვირვებლები და აქტივისტები აგრძელებენ ბრძოლას და შრომას ყველა ამომრჩევლის ხმის დასაცავად.

მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ რა არის შემდგომი ნაბიჯები. ყველას შეგახსენებთ, რომ იმ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ამომრჩევლის გამარჯვებულებია გამოსავლენი და ეს სწორედ ამ შედეგებიდან გამოჩნდება. ეს 30 მაჟორიტარული ოლქი არის მომავალი პარლამენტის 20%. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია და ნაადრევი ნურც ზეიმი მოუვა ვინმეს და ნურც გლოვა.

“ლელო” კმაყოფილია იმ შედეგით რაც ჩვენ წინასწარი მონაცემებით გვაქვს, მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×