რეზონანსი
31.10.2020

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მისი მომხრეთა რაოდენობა მეტია, ვიდრე ლევან კობიაშვილის.

"ყველა ოპოზიციური პარტია გავერთიანდით და მგონია, რომ შედეგიც იქნება შესაბამისი. სულ რამდენიმე წუთში გვეცოდინება. დიდი მადლობა ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს.

ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ვიცით, რომ დათვლის პროცესში, გაცილებით მეტია დასტა, რომელიც მაგიდაზე იდება ოპოზიციის, ამ შემთხვევაში ჩემი, ვიდრე ლევან კობიაშვილის.

წინასწარი შედეგებით, რაც ვიცით, წინ ვართ და ეგზიტპოლის შედეგებიც ამას იმედია დაადასტურებს,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×