რეზონანსი
31.10.2020

„ოპოზიცია რას ამბობს, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგებს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სინამდვილეში გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ფორმულამ“ 46% პროცენტი დაუწერა „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, ის, რაც ვერ შეძლო „ფორმულამ“, შეძლო „მთავარმა“ - ნახევრად გააყალბა და ვერ გააყალბა ბოლომდე, იმდენად დიდი მონაცემი აქვს „ქართულ ოცნებას“.

„რეალურად რომ 46% ყოფილიყო, მთავარი დაწერდა 25%-ს და ფორმულა დაწერდა 35%-ს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს გაცილებით დიდი შედეგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×