რეზონანსი
31.10.2020

პარტია „ქართული ოცნების“ საპარალმამეტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშავ ღოსნისძიებაზე პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიმართა:

„მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი და მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

ამიტომ დიდი მადლობა თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი.

ლიდერების ნაწილი აქ არის, ნაწილი ადგილებზეა და უყურებს პროცესებს. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ დარჩება ისევ სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. მადლობა, თქვენ მადლობა ამომრჩეველს. მომავალ ჩვენს გამარჯვებებს გაუმარჯოს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
TEO   (31.10.2020)
fuuuu

***   (31.10.2020)
ანი დასრულებულია ბიძინა იხტიბარს არ იტეხენ თორემ, ეს კინო ნანახი მაქვს 2012 წელს მიშამაც დააპირა რაღაცეები და ტავში ცაარტყეს საზღვარგარეთიდან

ანი   (31.10.2020)
რას ერჩოდით ამქვეყანას ,კიდევ უბედური 4წელიწადი.როდის გადაშენდებიან ნაც-ქოც ნახირი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×