რეზონანსი
31.10.2020

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე რთული და საომარი იქნება, თუმცა საბოლოოდ, უკეთესი საქართველოსკენ გადაიდგმება ნაბიჯი.

„24 ნომერი შემოვხაზე, მიკიბულ-მოკიბულად რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იმას მივეცი ხმა, ამას, განვითარებას და ა.შ. არა, უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და ეს ჩემი ღრმა რწმენით 24 ნომერია, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, რადგან ჩემი თავის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც და უკეთესი საქართველოსთვისაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს კი რთული დღე გვექნება, საომარი და საბრძოლო, მაგრამ საერთო ჯამში, ამაღამ შევცვლით და უკეთესი საქართველოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს - ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომ „ქართული ოცნება" მაღალი პროცენტულობით გაიმარჯვებს.

„ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან ჩავაბარებთ წარსულს, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და არავისთვის საინტერესო აღარ იქნება ერთი თავგაჩეჩილი ირაკლი კობახიძე", - აღნიშნა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლაშა   (31.10.2020)
კობახიძის ფრჩხილად მაინც ღირდე რა დღეში ხარ

მახო   (31.10.2020)
შენ შენ სიზმრებს მიხედე და გრძელ ცხვირს ყველგან რომელსაც ყოფ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×