რეზონანსი
31.10.2020

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ათზე მეტი დარღვევა, მათ შორის: გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი); ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია; შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს. გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას“, - აცხადებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

სულხან სალაძის თქმით, ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმ 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კაკო   (31.10.2020)
იმედია მშვიდ ვითარებაში ჩაივლის დღევანდელი დღე

მაგდა   (31.10.2020)
ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას წესები!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×