რეზონანსი
31.10.2020

"ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება.

„კაზინო „ვეგასის“ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შტაბისგან აქვთ დავალება, რომ განახორციელონ კარუსელები. ამ ადამიანებს ხელმძღვანელობს „ვეგასი“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნებიდან“ გიორგი სალია. ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სამკაულები, მაგალითად ბეჭედი, რომელიც იციან „ქართული ოცნების“ წევრებმა. ეს ადამიანები მხოლოდ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებთან უნდა მივიდნენ, რათა არ მოხდეს მათი ამოცნობა. მათ დავალება აქვთ შევიდნენ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად ელიან წაგებას. ესენია: ახალსოფლის უბანი, კოლხიდა, ფაიფურის უბნები, მე-9 საარჩევნო უბანი, სოფელ ოდიშში 57-ე უბანი, 106-ე უბანი ჭითაწყარში და მე-6 უბანი“, - განმარტავს წითლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნიკა   (31.10.2020)
ნაცები აგრძელებენ ისევ ცილისწამებას

გუბაზი   (31.10.2020)
წითლიძე სხვას რას იტყყოდა ეხლა არც გამკვირვებია

გიორგი   (31.10.2020)
ქართული ოცნება კი არა ნაცები არიან გაყალბებაშ დასპეცებულები


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×