რეზონანსი
31.10.2020

ხმაური იყო ფოთში, მე-14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, უბნებზე მობილიზებული არიან აგიტატორები და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რაც კანონდარღვევაა.

ადგილზე შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნებაც“ და აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×