რეზონანსი
31.10.2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არჩევნების პროცესს სახვადასხვა საარჩევნო უბანზე 75 დამკვირვებელი დააკვირდება.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევნი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მიიღეს ყველანაირი ზომა რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი კარგი სამუშაო, რომელიც გასწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა",- განაცხადა დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ამირან   (31.10.2020)
ნაცმოძრაობა რაღაც ცუდს გეგმავს ამ საღამოს ასე მგონია

ნელი   (31.10.2020)
ჩვენი დამპალი ოპოზიცია ყველაფრისმკადრებელია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×