რეზონანსი
31.10.2020

ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი, რუსთაველის გამზირზე  რუსულად ამღერებული ბუბა კიკაბიძის თემას ეხმიანება:

„იმაზე არ გიფიქრიათ, რომ რუსებს თავის ენაზე უმღერა მათვისვე გასაგებად ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაზე? არც ნაცია ეხლა აქ შუაში და არც ქოცი…. იქაც ბევრი მეგობარი მყავს და აქაც.

ნუ შემდგებით ახლა, ან თუ გნებავთ – გადამიარეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ კაცმა ეპოქა შექმნა. რუსეთისთვის საქარველო ბუბასთან და ნანისთან ასოცირდებოდა. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი ჩვენ უბედურ ქვეყანას სხვაგან არსად ქონდა როცა “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “მზიურის” ბავშვები და ა.შ. ისტორიას ქმნიდნენ და ქარულად ამღერებდნენ რუსებს.

ვისგან იციან ან “სულიკო” ან “თბილისო” ან “ჩიტო გვრიტო”?! იქნებ ცოტა სხვა კონტექსტით შეგვეხედა და არ ჩაგვექოლა 80 წლის ადამიანი და მართლაც რომ ლეგენდა კაცი.

კვლავაც განვმეორდები და ვიტყვი არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია!!!

ეს კონკრეტული პოსტი ეკუთვნის ბატონ ბუბას და არა რომელიმე პარტიას. გული მწყდება ამდენ ლანძღვას რომ ვიგებ. მე ძალიან მიყვარს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
Manana   (31.10.2020)
ნინი, განზ ვინმე გედავება? ბუბამ უნდა იმღეროს და ხალხს განწყობა შეუქმნას, მაგრამ არა პოლიტიკურ მიტინგზე. რა დროს ბუბა და პარლამენტია. კვესიტაძემ " მოკრძალებით" ჰკითხა : ბატონო, ბუბა არჩევნებზე თუ მიბრძანდებითო. კაცს პარლამენტში დაჯდომა მოუნდა და არჩევნებზე წასვლას, ჯანმრთელობამ თუ არ შეუშალა ხელი, აპირებს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ამაზეა ნათქვამი.

ანაბანა   (31.10.2020)
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,ცოტა უხერხული არ არის ამ ასაკის ადამიანს ასე უმოწყალოდ რომ ლანძღავენ პოლიტიკის გამო?? ვის ზვიადი უყვარდა,ვის მიშა,ვის კიდევ ბიძინა,დავერიოთ ამისთვის ერთმანეთს და დავჭამოთ..ისე მე არცერთი მიყვარდა,აი ბუბა კი,ჩემთვის ის დარჩამომღერლად,რომელიც მე მანიჭებდა სიამოვნებას..

მედეა   (31.10.2020)
კი, დიდი შემოქმედია ბუბა, მაგრამ ზ ვ ი ა დ ი ს წინააღმდეგ რუსთაველზე ავტომატით სირბილს რომ არ აპატიებდა საზოგადოება--ეს უნდა ცოდნოდა

მახოს   (31.10.2020)
მახო კუანა ბებიაშენია

მახო   (31.10.2020)
მაინც კუანა ბერია.

ინგა   (31.10.2020)
მართალო ხართ. ბუბა. ბუბაა. მე 41ს ვაძლევ ხმას. მაგრამ, ბუბა კიკაბიძეზე ენა როგორ უნდა მომიტრიალდეს,,იმღერა რუსულად რა მოხდა მერე. რა რუსულ სიტყვას სულ ავკრძალავთ, ან მართებული იყო რესტორნებში რუსული სიმღერები რომ აკრძალეს.

Li   (31.10.2020)
Bubas saxelamde mividnen da mere landzgon.ertaderti momgeralia tan vinc areulobis mere rusetshi ar casula da ar umgeria.idioteboo.meti ra gesmit didi shegnebulebi ro xart dagengrat tavze kvekana.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×