რეზონანსი
31.10.2020

გორთან მომხდარი ავტოავარიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და უკვე დაკავებულია ტრაილერის თურქი მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავარიის დროს დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს.

გარდაცვლილებს შორის არის ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია, რომელიც აქციაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი ვაჟი გადაურჩა სიკვდილს იგი ამ საშინელი ტრაგედიის თვითმხილველია, ხელში ჩააკვდა მამა. ოთარ ჯიქია სოხუმელი იყო. ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა.

"მამა-შვილი ჯიქიები  იმ "მარშრუტკას" წამოჰყოლია. ოთარ ჯიქია ყოფილი ძალოვანი იყო. უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ოთარ ჯიქიას შვილი გადარჩა, ის გარეთ ყოფილა და სიგარეტს ეწეოდა, როცა ტრაილერი დაეჯახა მიკროავტობუსს. ეს მიკროავტობუსი ბიჭებს გაჩერებული ჰყავდათ გზაზე და სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ჩასულები. ორი მამაკაცი, მანქანიდან ჩამოსული გაიტანა ამ ტრაილერმა და ისინი ადგილზე დაიღუპნენ, ამის შემდეგ დაეჯახა გაჩერებულ მიკროავტობუსს და ათრია 150-200 მეტრის მანძილზე. როგორც ამბობენ, იმ თურქ მძღოლს ჩაეძინა, თორემ ასეთი საშინელი ავარია წარმოუდგენელია, მომხდარიყო. 

ოთარ ჯიქიას შვილი უვნებლად გადარჩა. ის ამბობს, რომ მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ჩამოსულები და მამა თვალწინ მოუკლეს. ძალიან განვიცდი, მთელი ღამე ვტიროდი. მეც ვიყავი აქციაზე, ქუთაისში არ ვიყავით შესულები, გარდაცვლილი ოთარის შვილმა რომ დარეკა. მე მისი ნათესავის მანქანით მოვდიოდი თბილისიდან. გამწარებული ბიჭი ბღაოდა, მამა მომიკლეს, ხელში ჩამაკვდაო“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დარეჯან ცქვიტარიამ.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×