რეზონანსი
30.10.2020

თბილისის ცენტრალურ მაგისტრალთან, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთ გარდაცვლილ ბაჩა როგავას გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლე სამი თვის წინ ჰყავდა შერთული.

„პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყო ბაჩა, გულანთებული პატრიოტი. ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა და ვუსამძიმრებ პატრიოტი ბიჭების ოჯახებს, ბაჩა სოფელ გრიგოლიშიდიან იყო. სამი თვეა რაც დაოჯახდა. ავარიის შედეგად გარდაცვლილის ირაკლი(ილია) გაწერელიას მეზობლად ცხოვრობდა

ილიამ (ყოფილი სუსის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გაწერელია) მეც შემომთავაზა მის მარშრუტკაში გადასვლა, მაგრამ არ გადავედი…ბიჭები ჩამოსულან სამარშრუტო ტაქსიდან სიგარეტის მოსაწევად და ამ დროს გაჩერებულ მანქანას შეასკდა ტრაილერის მძღოლი და დაიღუპნენ ჩვენი ძმები“,- ამბობს მათი თანაპარტიელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (31.10.2020)
წიწილებით იღუპება ხალხი ავარიებში. გამოიძიონ, ჯიჰადისტი ხომ არ იყო მძღოლი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×