რეზონანსი
30.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ რთულ პერიოდში თურქი ხალხის გვერდით დგას. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„საზარელი ტრაგედიაა, ხალხი დაიღუპა, ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამ რთულ ჟამს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას. სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრეზიდენტსა და დაღუპულთა ახლობლებს“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 დაშავდა. მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (30.10.2020)
ამ ყლექალას მეტი საქმე არ აქვს. დეპეშები, წერილები და პორნოსაიტები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×